დედამიწის მაგნიტური, რომელიც გენერირებულია დედამიწის შიდა წყაროებით. ძირითადი დედამიწის მაგნიტური ველი განიცდის უწყვეტ ნელ ცვლილებას, რომელსაც საუკუნეობრივი სვლა ეწოდება. ძირითადი დედამიწის მაგნიტური ველის სივრცითი განაწილების შესასწავლად მაგნიტური აგეგმვით მიღებული სიდიდების საფუძველზე დგება მაგნიტური რუკები, სადაც მაგნიტური ელემენტების თანაბარი მნიშვნელობები მრუდეებით არის შეერთებული: დედამიწის ზედაპირის რომელიმე უბნისათვის გეომაგნიტური ველის ელემენტების დაკვირვებით მიღებული მნიშვნელობის გადახრას ნორმალურისაგან მაგნიტური ანომალია ეწოდება. დედამიწის მაგნიტურ ველს შეისწავლის დედამიწის მაგნეტიზმი. H მდგენელის ზუსტი აბსოლუტური მნიშვნელობა პირველად განსაზღვრა კარლ ფრიდრიხ გაუსმა ქალაქ გეტინგენში 1832 წელს. მანვე შექმნა დედამიწის მაგნიტური ველის მათემატიკური მოდელი 1839 წელს.
,,დედამიწა გიგანტური მაგნიტია"
ყველამ იცის, რომ მაგნიტურ ისარს, როგორც ყველა მაგნიტს, ორი პოლუსი აქვს. ის ფაქტი, რომ კომპასის ისარი ყოველთვის ერთი და იმავე მიმართულებით ორიენტირდება, იმაზე მიანიშნებს, რომ მაგნიტური ველი დედამიწის გარშემოც არსებობს და სწორედ ეს ველი ,,აიძულებს" მაგნიტურ ისარს მუდმივად ერთი მიმართულებით ,,იყუროს".
ასე, რომ დედამიწაც მაგნიტია: კომპასის ისარი თავისი ჩრდილოეთ პოლუსით ყოველთვის დედამიწის მაგნიტური სამხრეთ პოლუსისკენ ,,იყურება", რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს.
გილბერტმა დედამიწის მაგნიტური ველის არსებობის დასამტკიცებლად თავის დროზე ასეთი ფაქტიც კი გაიხსენა: ფანჯრის ვერტიკალური რკინის დარაბები დროთა განმავლობაში მაგნიტდებოდა ( გილბერტი სავსებით სწორად მიიჩნევდა, რომეს დედამიწის მაგნიტური ველის გავლენით ხდებოდა), ზუსტად ისე, როგორც რკინის პატარა ნაჭერი მუდმივი მაგნიტის გავლენით მაგნიტდება. თურმე ისეთი შემთხვევებიც მომხდარა, როცა საზღვაო ხომალდების ლითონის კორპუსები დედამიწის მაგნიტური ველის გავლენით დამაგნიტებულა და ხომალდი მცურავ გიგანტურ მაგნიტს დამსგავსებია.
დედამიწის მაგნიტური ველის
წარმოშობის მიზეზები
თანამედროვე მეცნიერების შეხედულების თანახმად, დედამიწის მაგნეტიზმის წარმშობის მიზეზი დედამიწის ბირთვში მიმდინარე პროცესებია. დედამიწის ბირთვი გავარვარებული თხევადი ელექტროგამტარი ნივთიერებისგან შედგება. (თანამედროვე წარმოდგენებით, დედამიწის თხევადი ბირთვის 90% გამდნარი რკინისა და ნიკელისგან შედგება, დანარჩენი 10% კი შედარებით მსუბუქ ელემენტებზე მოდის – გოგირდი, სილიციუმი, ნახშირბადი, წყალბადი და სხვა.) ბირთვში წრიული დენები ცირკულირებენ... სწორედ ისინი ქმნიან დედამიწის მაგნიტურ ველს. 1958 წელს მეცნიერებმა სპეციალური აპარატების საშუალებით აღმოაჩინეს დედამიწის გარშემო ორი სარტყელის არსებობა, რომლებიც ეკვატორულ სიბრტყეში მდებარეობს. ორივე სარტყელი (მათ რადიაციულ სარტყელებს უწოდებენ) დამუხტული ნაწილაკების, პროტონებისა და ელექტრონების ნაკადს წარმოადგენს. ისინი წრიულ დენს ქმნიან და ეს კიდევ ერთი მიზეზია დედამიწის გარშემო მაგნიტური ველის არსებობისა.
დედამიწის ბირთვი გამდნარი რკინაა რომელიც ზედაპირზე ლავის სახით მოგვევლინება. მისი ტემპერატურა 7
500°C
აღწევს, რაც მზის ზედაპირის ტემპერატურაზე მაღალია! იგი ასევე დადამიწის მაგნიტურ ველს ქმნის, რომელიც
მზის მავნე გამოსხივებისგან გვიცავს.
დედამიწის მაგნიტური ველის
თვისებები
თუ ჩვენ წარმოსახვით ღერძს გავავლებთ დედამიწის მაგნიტურ პოლუსებს შორის, მოვიღებთ ღერძს, რომელიც არ ემთხვევა დედამიწის დიამეტრს (ეს ერთ–ერთი თავისებურებაა დედამიწის მაგნიტური ველისა).
კიდევ ერთი თავისებურება დედამიწის მაგნიტური ველისა ის არის, რომ ხდება მისი პოლუსების დრეიფი: ისინი მდებარეობას იცვლიან გეოგრაფიული პოლუსების მიმართ. ცნობილია, რომ პოლუსების დრეიფის სიჩქარე მუდმივი არ არის: XX საუკუნის დასაწყისში ჩრდილო მაგნიტური პოლუსის დრეიფის სიჩქარე წელიწადში რამდენიმე კილომეტრით განისაზღვრებოდა, 70–იან წლებში წელიწადში 10 კმ იყო, ხოლო ამჟამად წელიწადში 40 კმ–ია.
გარდა ამისა, დედამიწის მაგნიტური ველი, საკმარისად დიდი ინტერვალების შემდეგ, ორიენტაციას იცვლის: მისი პოლუსები საპირისპიროთი იცვლება. (ეს ფაქტი ჩვენთვის მოულოდნელი და უცნაური აღმოჩნდა). ცნიბილია, რომ უკანასკნელად პოლუსები დედამიწის მაგნიტურმა ველმა 780 000 წლის წინ შეიცვალა. გერმანელი მეცნიერები თურმე ბოლო ათი წლის განმავლობაში დედამიწის მაგნიტურ ველზე დაკვირვებების შედეგად მივიდნენ იმ აზრამდე, რომ ძალიან მალე პოლუსების ხელახალი ცვლილებაა მოსალოდნელი.
დედამიწის მაგნიტური ველი იცავს დედამიწას მზის რადიაციისგან. ეს ერთგვარი ფარია ჩვენი პლანეტისთვის. დედამიწა მის გარეშე უსიცოცხლო უდაბნოს დაემსგავსებოდა და მასზე სიცოცხლე გაქრებოდა.
გერმანელი გეოფიზიკოსების მონაცემებით, დედამიწის მაგნიტური ველი ბოლო 150 წლის განმავლობაში 10 პროცენტითაა შესუსტებული. უკანასკნელი ცნობებით, მოსალოდნელია ველის კიდევ უფრო შესუსტება, რის გამოც მზის რადიაცია ხელოვნურ თანამგზავრებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.
მაგნიტური ველის ცვლილება შეიძლება გამოწვეული იყოს ამა თუ იმ გეოგრაფიულ მიდამოში სასარგებლო წიაღისეულის, კერძოდ ფერომაგნეტიკების ან მაგნეტიტის არსებობით. ეს მიდამოები ძლიერი მაგნიტური ველით გამოირჩევა სხვა გეოგრაფიული ადგილებისგან. ამბობენ, რომ ასეთ ადგილებში იქმნება ე. წ. მაგნიტური ანომალიები,. მაგ. კურსკის ანომალიასაშუალოზე 5–ჯერ უფრო ძლიერი მაგნიტური ველით ხასიათდება.
დედამიწის მაგნიტური ველი შეიძლება მზიდან გამოტყორცნილი დამუხტული ნაწილაკების მაგნიტოსფეროში შემოჭრის შედეგადაც შეიცვალოს.